ქართველი და უცხოელი მეცნიერები
საქართველოს, როგორც უძველესი ევროპული იდენტობის მატარებელი ქვეყნის იმიჯზე
მსჯელობენ.
საერთაშორისო
კონფერენციას
დღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დაესწრო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამდღიანი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი
მკვლევრები
ევროპული კულტურის ფორმირებაში ქართული კულტურის როლსა და მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. ამასთან, აქცენტი ბერძნულ წყაროებზე გაკეთდება, სადაც საქართველოს, როგორც უძველესი ევროპელი ქვეყნის ადგილსა და მისიაზეა საუბარი. კონფერენციის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნება ქართული წყაროების ავტორიტეტი და სამეცნიერო ღირებულება.
სამეცნიერო
ღონისძიებაში
15-მდე ქვეყნის 60-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს.
საერთაშორისო
სამეცნიერო
კონფერენცია
განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. ღონისძიებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება.
internet.ge