„კორუმპირებული
თეფშები“ ამ სახელწოდებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა.
კოალიციის პრესსამსახურის ცნობით, ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა „გლობალ TV“ - ს მიმართ განხორციელებული
უკანონობა
გააპროტესტეს.
„საქართველოში
იზღუდება ინფორმაციის თავისუფლება და ამაში ქართული პოლიცია დიდ როლს თამაშობს, რომელიც სასამართლოსა და კონტროლის პალატასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის დაკვეთას ასრულებს“ - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
internet.ge