რუსეთი უკრაინაში
რუსული ენის საზღვარგარეთ პროპაგანდისათვის პუშკინის ინსტიტუტს გახსნის. ამის
შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოში სამთავრობო საათზე დსთ-ის საქმეთა სააგენტოს
ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა.
კოსაჩოვის
თქმით ჩასატარებელია სერიოზული რეფორმა, რომელიც რუსული ენის არა მარტო უკრაინის
დედაქალაქში, არამედ რეგიონებში გავრცელებასაც შეუწყობს ხელს.
ენის
შემსწავლელი ასეთი ცენტრი უკვე მოქმედებს კიევში, მალე კი მისი ფილიალები
გაიხსნება ოდესაში, სიმფეროპოლში, დნეპროპეტროვსკში, ხარკოვსა და ლვოვშიც -
იუწყება უკრაინული მედია.
internet.ge