პროკურატურაში „ქომაგთან“ დაკავშირებული პირების მოწმის სტატუსით დაკითხვა მიმდინარეობს
მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო
კავშირის დასადგენად, საქველმოქმედო ფონდ „ქომაგთან“ დაახლოებული პირები
იკითხებიან.
საქმე ეხება ფონდის მიერ დარეგისტრირებული მოქალაქეების ანგარიშებზე
დარიცხულ საეჭვო თანხებს.
ცნობისთვის, პროკურატურამ ვანო ჩხარტიშვილი ‘’ქართული ოცნების"
სასარგებლოდ ამომრჩევლების მოსყიდვაში დღეს ამხილა.
უწყების ინფორმაციით, „ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით
დასტურდება, რომ სახეზეა ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემა, რომლის
განხორციელებაშიც მონაწილეობს პარტია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული,
საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები.
თანხების გადმორიცხვა ხდებოდა რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ოფშორული კომპანიების ანგარიშებიდან ისე,
რომ თითოეული გადმომრიცხავი, თანხას ურიცხავს 5, 10 ან მეტ საქართველოში თანხის
მიმღებ, ფონდ „ქომაგში" დარეგისტრირებულ პირს.
გადმომრიცხავი ფიზიკური პირები: ნატალია კოზიუპა, კატრინა პავლოვა,
რიჩარდ ჯეი ტეილორი და სხვები არიან ვანო ჩხარტიშვილზე ფინანსურად დამოკიდებული
პირები, რომელთაც არანაირი კავშირი
საქართველოსთან არ გააჩნიათ.
internet.ge