საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველომ, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების საკითხთან დაკავშირებით, სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა.
ორგანიზაციების შეფასებით, დაჯარიმების
საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა
საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება არ იყო
კანონის შესაბამისი.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია
ნათქვამი, დაფიქსირდა დაცვის
უფლების განხორციელების შეზღუდვა, გარკვეულ საკითხებზე კონტროლის პალატის პოზიცია არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით და დაცვის
მხარის არც ერთი მნიშვნელოვანი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
„სასამართლო
პროცესების
მიმდინარეობისას
გამოვლინდა
რამდენიმე
მნიშვნელოვანი
ხარვეზი. კერძოდ: სამართალდარღვევის
ოქმის შედგენის პროცედურული საკითხების უგულებელყოფა, სასამართლოს სხდომების განრიგი არ იყო საჯარო, განსაკუთრებულად
გამკაცრებული
იყო უსაფრთხოების ზომები, შეიზღუდა მობილური ტელეფონების, ჩამწერებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების
შეტანა და სასამართლოს სხდომები საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად უკიდურესად მცირე დარბაზში მიმდინარეობდა“,-
ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოების განცხადებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველო” კვლავაც გააგრძელებენ მსგავსი საქმეების მონიტორინგს.
internet.ge