GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში „დამწერლობის ფესტივალი“ გაიმართება
11:46 29.06.2012
დღის სიახლეები

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, დღეს "დამწერლობის ფესტივალი" გაიმართება. მისი მიზანი არის ქართული დამწერლობის, როგორც კულტურული ფენომენის პოპულარიზაცია, საუკუნეების ტრადიციის მქონე ქართული კალიგრაფიული სკოლის აღორძინება.

პროგრამის ფარგლებში შედგება ალბომის – "ქართული დამწერლობა" – პრეზენტაცია, გაიმართება ცენტრის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოეწყობა  ქართული და უცხოური კალიგრაფიის „ვორქშოფები“, გაიხსნება საბავშვო კუთხე, წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო პროგრამა, დაჯილდოვდებიან პროექტის მონაწილეები.

ფესტივალის მიმდინარეობისას ყოველდღიურად გაიმართება  ანბანის თემაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება კალიგრაფიის კუთხე. 

ფესტივალი სულ სამ დღეს გასტანს და ყოველ დღე 16:00–დან 19:00 საათამდე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეზოში გაიმართება. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს პატრიარქს ამ დროისთვის ოპერაცია არ ესაჭიროება1
დავით ნარმანია: ადმინისტრაციულ ხარჯებს ქამრების შემოჭერა შეეხება2
პრეზიდენტი სააკაშვილი ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებში პროვოკაციის ნიშნებს ხედავს3
მოქალაქეებს ნორმატიულ აქტებზე კომენტარების გაკეთების საშუალება ექნებათ4
ამირან გამყრელიძე: მე არ მითქვამს, რომ უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X