GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სამეგრელოს რეგიონში სტიქია მძვინვარებს
15:37 29.06.2012
დღის სიახლეები

სამეგრელოს რეგიონი სტიქიის შედეგებს ებრძვის. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს მხარის რწმუნებულის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნონა მინჯორაიამ განუცხადა, დატბორილ რეგიონებში გაწმენდითი სამუშაები გუშინ გვიან ღამიდან დაიწყო, თუმცა რიგ რეგიონებში მძიმე ტექნიკა სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელებას ჩახერგილი გზის გამო ვერ ახერხებს.

ამასთან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ადგილობრივი გამგეობა ეხმარება. დროებითი საცხოვრებელით იქნენ უზრუნველყოფილი ის პირები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდა.

ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, გუშინ მოვარდნილმა უხვმა ნალექმა დატბორა ზუგდიდის რაიონის სოფლები დიდინეძი და  ჯიხაშკარი.

ზუგდიდი – აბასთუმნის გზაზე ხიდი წყლითაა დაფარული.  გრიგოლიშში, კორცხელსა და ოდიშში მეწყერი ჩამოწვა,რის შედეგად შიდა გზები ჩაიხერგა. დაზიანდა სოფელი ყულიშკარი.

სტიქიამ განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზიანა. ობუჯში, ნაკიფუსა და ფახულანში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა. სოფლებში დატბორილია სახნავ-სათესი სავარგულები.

ხიდი ჩაინგრა ჩხროროწყუ-ნაკიანი-გარახას გზაზე.   

რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტს, წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია. დახოცილია შინაური პირუტყვი. განადგურდა სახნავ-სათესი მიწები.

სტიქიამ სამეგრელოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვაც გამოიწვია.

თუმცა როგორც „ინტერნერტ.ჯი“-ს მინჯორაიამ განუცხადა,  სამეგრელოს რეგიონში "ენერგო-პრო ჯორჯიას" 6 000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა.

სოფლების დიდი ნაწილი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

სამეგრელოში მომხდარი სტიქიის გამო საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა. მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში სტიქიის ეპიცენტრში მხარის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

ბოლო ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში ამ დროისთვის არ წვიმს, თუმცა სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. სპეციალისტები  დღის მეორე ნახევრიდან წვიმას პროგნოზირებენ.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პუტინს უფლებადამცველები გაურბიან1
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებები შედის2
რუბინი: არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველოს დემოკრატია ლოზუნგზე მეტს ნიშნავს3
მესტიაში დაკარგული ლიტველი ალპინისტის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს4
შსს: ალექსანდრე ცაგარელმა პატრულის ეკიპაჟს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X