თამაზ შოშიაშვილი: დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები პროექტებში ეკონომიის ხარჯზე ხორციელდება
დედაქალაქის
საკრებულოს
საფინანსო
საბიუჯეტო
კომისიის თავმჯდომარის თამაზ შოშიაშვილის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი არ იზრდება და ცვლილებები მხოლოდ თანხის შიდა გადანაწილებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ბიუჯეტი კვლავ 648 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო დაგეგმილი ცვლილებებით, იმ მუხლებიდან სადაც გარკვეული ეკონომიებია, თანხა
გამოთავისუფლდება
და ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მოხმარდება.
„ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებიდან რამდენიმე კორპუსის დასრულების ვადებმა მომავალი წლის დასაწყისისთვის გადაიწია, შესაბამისად
2012 წლის
ბიუჯეტში გამოიკვეთა ეკონომია და იგი კვლავ დედაქალაქის განვითარებას მოხმარდება.
ბატონმა
ჯაბამ ასევე არასწორი შეფასება მისცა სოციალურ ხარჯებს. საყოველთაო ფაქტია, რომ 2012 წლის სექტემბრიდან საპენსიო ასაკისა და ექვს წლამდე ბავშვების დაზღვევა იგეგმება, რამაც დედაქალაქის ბიუჯეტში პენსიონერებისთვის
განკუთვნილი
თანხა გამოათავისუფლა.
ეკონომიით
მიღებული ფული რაიონულ გამგეობებში ისევ სოციალურ მუხლში გადავა და თანხა დაზარალებული მოქალაქეების ქირით გაყვანასა და უფასო სასადილოებს მოხმარდება”,- განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.
საკრებულოს
საფინანსო
საბიუჯეტო
კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიას მიერ ჩამოთვლილ შესაკეთებელ ქუჩებსაც შეეხო. როგორც შოშიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ქუჩებზე 2011 წელს სამუშაოები ვერ შესრულდა
და ისინი 2012 წლის ბიუჯეტში იქნა გადატანილი.
დღეს, "ქრისტიან-დემოკრატმა" ჯაბა სამუშიამ ქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააპროტესტა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ თბილისის ბიუჯეტის პარტიულ ბიუჯეტად ქცევას ცდილობს. მისივე თქმით, 2011 წლის ბიუჯეტში, შესაკეთებლი გზების ჩამონათვალში დასახელებული იყო ის ქუჩები, რომლებიც 2012 წლის ბიუჯეტშიც ზის.
Internet.ge