ბათუმელი კულინარები საკუთარი რეკორდის შედეგების გაუმჯობესებას და
კიდევ ერთი გიგანტური ხაჭაპურის გამოცხობას აპირებენ. ამჯერად მისი სიგრძე 8 მეტრი
იქნება.
გასულ წელს აჭარაში 7-მეტრიანი ხაჭაპური გამოაცხვეს, რომლისთვისაც 200
კგ ფქვილი, 30 კგ მარგარინი, 250 კვერცხი და 100 კგ ყველი დასჭირდათ. მის
სანახავად მისულმა მაყურებლებმა იგი 32 წამში შეჭამეს.
უკვე დადგენილი ტრადიციის თანახმად, ხაჭაპურს საცხობი „ოქროს
გასაღები“ დაამზადებს. ჯერჯერობით უცნობია ინგრედიენტების ზუსტი ოდენობა, რომელსაც
გიგანტური კერძის შესაქმენლად გამოიყენებენ.
ხაჭაპურის დამზადება 23-დან - 27 ივლისამდე პერიოდში იგეგმება.
Internet.ge