გეოლოგები კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ღვარცოფს ვარაუდობენ. მათი განცხადებით,
სამეგრელოსა და სვანეთს კი მეწყერი ემუქრება.
სინოპტიკოსთა ინფორმაციით, 2 ივლისამდე უხვი ნალექია მოსალოდნელი. არასტაბილური
ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში, ქვეყნის პატარა მდინარეებში წლის დონე
მოიმატებს. უახლოესი სამი დღის მანძილზე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა
დღისით 25-28 გრადუსი იქნება, ღამით კი 16 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს დასავლეთის
ქარი 10-15 მ/წმ სიჩქარით.
internet.ge