GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შაშკინი წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლას ეწვია
13:52 30.06.2012
დღის სიახლეები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლას ეწვია, სადაც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ისვენებს. 

დასვენების პარალელურად, მოზარდები ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ჩართულნი არიან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. საზაფხულო სკოლაში სტუმრობისას დიმიტრი შაშკინი იმ პროგრამას გაეცნო, რომელსაც მოსწავლეები საზაფხულო სკოლაში გადიან.

მინისტრი საცხოვრებელი პირობებითაც დაინტერესდა და ბოლოს ბავშვებთან ერთად ინგლისური პოპულარული თამაში - კრიკეტი (Cricket) და paintball-ი ითამაშა. 

სამინისტრო 2012 წლის 17 ივნისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ოთხ ნაკადად, წყნეთის BUCKSWOOD-ის სკოლაში ახორციელებს პროექტს: ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში”, რომელშიც საქართველოს ზოგადსაგანამათლებლო სკოლების 600 წარმატებული მოსწავლეა ჩართული, მათგან 32 საუკეთესო ორი კვირით ბრიტანეთის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება. 

ქართველ პედაგოგებთან ერთად, საზაფხულო სკოლაში სამინისტროს პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული ინგლისურენოვანი პედაგოგებიც ასწავლიან. სკოლას უცხოელი ექსპერტი ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფოდან. საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა 21 დღეა. წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების ეს პროგრამა მეოთხე წელია მოქმედებს და იგი მომავალშიც გაგრძელდება.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არჩილ თალაკვაძე: სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის სტანდარტი სამოქალაქოს გაუთანაბრდება1
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი: ანაკლიის პორტს, ექსპერტების აზრით, კარგი პოტენციალი აქვს2
სკოლაში, მოზარდებს შორის, ძალადობის ამსახველი კადრები ვრცელდება (VIDEO)3
მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტმა ახალი გუბერნატორები წარადგინა4
კაფეში კავკასიელების შეჭრისა და თავდასხმის ამსახველი კადრები ვრცელდება (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X