დღეს, კიევში გამართულ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა,
რომ თბილისი 2015 წლის 12 აგვისტოს უეფას სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს. აღნიშნულ
გადაწყვეტილებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი
გამოეხმაურა.
„ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს სხვადასხვა
ქვეყნებთან, ფეხბურთის ფედერაცია მუდმივად ურთიერთობდა უეფასთან და საბოლოოდ, დღეს
აღმასკომმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომ თბილისი 2015 წლის სუპერთასს უმასპინძლებს.
ეს ქართული ფეხბურთისთვის საკმაოდ დიდი მოვლენაა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა
საქართველოში, ევროპის ყველა ქვეყნის ყურადღება თბილისისკენ იქნება მომართული. ჩვენ
ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება, მაგრამ მზად ვიქნებით იმისთვის, რომ თბილისმა ღირსეულად
უმასპინძლოს სუპერთასს,“ - განაცხადა მინისტრმა.
ვარძელაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ტურნირამდე ერთი კვირით ადრე ჩვენს დედაქალაქს
ევროპული გუნდების მოთამაშეები ესტუმრებიან, რომლებიც ქუჩის ფეხბურთში მასტერკლასებს
ჩაატარებენ.
internet.ge