მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ქართლში.
ავტომობილი, რომელიც რუსთავიდან წითელი ხიდის მიმართულებით
გადაადგილდებოდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
‘’მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლი - 38 წლის მამაკაცი, შემთხვევის
ადგილზე გარდაიცვალა.
მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო. ის რუსთავის ავტობაზრობაზე
მანქანის შესაძენად იყო ჩამოსული და უკან ბრუნდებოდა.
მამაკაცის ავტომობილიდან ამოყვანა მხოლოდ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით
გახდა შესაძლებელი.
თვითმხილველების მტკიცებით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე
და ძლიერი წვიმა გახდა.
internet.ge