სამეგრელოში წყალდიდობისგან გამოწვეულ ზარალს ითვლიან.
საგანანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები თითქმის ყველა
დაზარალებულ სოფელში მუშაობენ.
წალენჯიხის რაიონში ამ დროისთვის იმყოფებიან გეოლოგები, „ენერგო პრო
ჯორჯიას“ და საგზაო დეპარტამენტის თანაშრომლები.
ამ დროისთვის გახსნილია გზები წალენჯიხის სამ უბანში. აღდგენილია
ასევე ზუგდიდი ჯიხაშკარისა და წალენჯიხის დამაკავშირებელი ხიდი.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები იმ ოჯახებში, რომლებსაც
წყალდიდობის შედეგად სახლები დაეტბორათ.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად სამეგრელოს რამდენიმე რაიონი
დაზარალდა.
სტიქიამ გაანადგურა სახნავ-სათესი მიწები და მოშალა სანიაღვრე
სისტემა. დაიტბორა ადგილობრივი მოსახლეობის სახლები.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მესამე დღეა
მუშაობენ.
internet.ge