GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კონტროლის პალატის აუდიტის სამსახურად გარდაქმნა საკადრო ცვლილებებს არ გამოიწვევს
14:23 02.07.2012
დღის სიახლეები
2012 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის  თანახმად,  საქართველოს კონტროლის პალატა სახელმწიფო აუდიტის სამსახურად გარდაიქმნა, ხოლო კონტროლის პალატის თავმჯდომარეს გენერალური აუდიტორი ეწოდა. 
კონტროლის პალატის ინფორმაციით, აღნიშნული არ ითვალისწინებს საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. 

უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო ორგანიზაცია (INTOSAI) და მსოფლიო პრაქტიკა იცნობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების 3 ძირითად სახეს, მათგან ერთ-ერთი საპარლამენტო სისტემაა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ვესტმინსტერული მოდელი. მისი განმასხვავებელი ნიშანი სხვა სახეებისგან არის ის, რომ მას ერთპიროვნულად მართავს არჩეული პირი, ხოლო თავად დაწესებულება საპარლამენტო ანგარიშვალდებულების სისტემის ნაწილია. 

ამ მოდელისთვის დამახასიათებელი სახელწოდება მსოფლიოში გავრცელებულია, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური (National Audit Office, State Audit Office), ხოლო მისი ხელმძღვანელი კანონმდებლობაში მოიხსენიება, როგორც გენერალური აუდიტორი (Auditor-General).

უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI) წევრი ინსტიტუტების 95%, რომლებიც ვესტმინსტერულ მოდელს მიეკუთვნებიან, სწორედ ამ სახელწოდებებს იყენებენ. 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური თანამშრომლობს აუდიტის საერთაშორისო თანამეგობრობასთან. 

მიმდინარეობს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი, რამაც არსებითად შეცვალა უწყების ბუნება და როლი საჯარო ფინანსების მართვაში. მაკონტროლებელი საქმიანობის ნაცვლად, უწყება ახორციელებს თანამედროვე, რისკზე დაფუძნებულ აუდიტს. 

ამდენად, უწყებაში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ინსტიტუციონალური რეფორმა და მსოფლიო პრაქტიკა აისახა მის სახელწოდებაზე და უწყებას  ეწოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მის არჩევით ხელმძღვანელს კი - გენერალური აუდიტორი.  

შესაბამისად, შეიქმნა უწყების ახალი ვებგვერდი www.sao.ge და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდი www.saomonitoring.ge, რომელზეც  შესვლა  შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე მთავარი ვებგვერდიდან. აღნიშნული ვებგვერდები ფუნქციონირებას დაიწყებს მიმდინარე კვირის ბოლომდე. 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლალი მოროშკინა სოზარ სუბარის მრჩეველი გახდა1
მთავრობის კანცელარიის უფროსად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა2
ჰილარი კლინტონი თანამდებობას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვებს3
პროფკავშირები მაღაროელთა გაფიცვას უერთდებიან4
იშვიათი დაავადების დასაფარად ქალს მთელი სხეული ტატუირებული აქვს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X