თუშეთში თოვლი მოვიდა. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს გარემოს ეროვნულ
სააგენტოში განუცხადეს, რეგიონში თოვა 1-ელ ივლისს დაიწყო.
როგორც ცნობილია, სოფელ ომალოში თოვლის საფარმა 10 სანტიმეტრს
მიაღწია.
რაც შეეხება ტეპერატურას, სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას
ხვალიდან ელოდებიან, თუმცა წვიმები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
მათი ინფორმაციით, დედაქალაქში ტემპერატურა მოიმატებს, 6-7 ივლისს კი,
ისევ ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.
internet.ge