წუხელ,
წერეთლის გამზირზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ოპელის
მარკის ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 13 წლის მოზარდს შეეჯახა. წინასწარი
ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლს მოძრაობის წესები არ დაურღვევია და მას გზა
ბავშვმა გადაუჭრა.
დაშავებული
მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. იგი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და
მკურნალობის კურსს გადის. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მოცემული მომენტისთვის
სტაბილურია.
საქმეს
საპატრულო პოლიცია იძიებს.
internet.ge