GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისში „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის“ რეგიონული შეხვედრა იმართება
18:08 03.04.2012
დღის სიახლეები

თბილისში, რეგიონული შეხვედრა „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში" დაიწყო. შეხვედრა, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედგინიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ, ეუთოს გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მიმართულების კოორდინატორმა გორან სვილანოვიჩმა და გაეროს ელჩის მოადგილემ სოფიო ქემხაძემ გახსნეს.

 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული შეხვედრა ორდღიანია და 4 აპრილს დასრულდება.

 

„საქართველოში 2008 წლიდან, „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის" სახით, ეუთოს მისიის მხოლოდ გარემოსდაცვითი ნაწილი განაგრძობს ჩვენ ქვეყანაში მუშაობას საქართველოში რეგულარულად იმართება სამხრეთ კავკასიაში „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის" შეხვედრები, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საქართველოში ეუთოს გარემოსდაცვითი მიმართულების „გარემო და უსაფრთხოების" ინიციატივის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების, 2011 წლის სამუშაო პროგრამის განხილვა და სამომავლო ქმედებების დასახვა“,- აცხადებენ სამინისტროში.

 

შეხედრაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის გარემოს დაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციები, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის წარმომადგენლები.

 

ასევე შეხვედრას ესწრებიან გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის აღმოსავლეთ პროგრამის, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის, ორჰუსის ცენტრების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

Internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შსს დაცვის პოლიციის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას არ ადასტურებს1
გოგონას კუჭიდან 2 კილოგრამი თმა ამოუღეს, რომელსაც ის მეცადინეობისას ჭამდა2
სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს ელოდება3
მართლმადიდებელი სამყარო მარიამობას აღნიშნავს4
მერაბიშვილი: დიმიტრი გვინდაძეს ძალიან საინტერესო თანამდებობას ვუმზადებთ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X