„ლევადა-ცენტრმა“
რუსეთში საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. ქვეყნის 45 რეგიონში მათ 1 600 კაცი
გამოკითხეს თემაზე: როგორ მოიქცეოდნენ, თუკი მათი სამშობლო მტრის თავდასხმის
შემთხვევაში დიდ ომში ჩაერთვებოდა?
რესპონდენტები
18 წელს ზემოთ მყოფი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. მიღებული მონაცემების
ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 21% იყო მზად, თავისი ნებით
დაეცვა ქვეყანა. დაახლოებით 23%-მა განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში
წავიდოდნენ ფრონტზე, თუკი სამხედრო კომისარიატი მოსთხოვდათ.
რესპონდენტთა
26%-მა აღნიშნა, რომ ნაკლები ალბათობით წავიდოდა ფრონტზე, ხოლო ყოველმა მეათემ
ღიად განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, ქვეყანას დატოვებდა
და იქ წავიდოდა, სადაც „მეტი სიმშვიდე“ იქნებოდა. გამოკითხულთა 20%-მა დასმულ
კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა, რადგან პოზიცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა
ჩამოყალიბებული.
საბოლოო
ჯამში მიღებული დასკვნით, საკუთარი ქვეყნის
დასაცავად რუსეთის მოქალაქეთა 45%-იც არ არის მზად.
internet.ge