მიხეილ სააკაშვილმა ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული მოქალაქეები საავადმყოფოში მოინახულა
09:26 04.07.2012
|
დღის სიახლეები
|
მიხეილ სააკაშვილმა საუნივერსიტეტო კლინიკაში ინტოქსიკაციის შედეგად დაზარალებული პაციენტები მოინახულა. პრეზიდენტი კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად მივიდა და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიკოსებისგან პირადად მოისმინა.
ლილოს დასახლებაში კონცენტრირებული ქლორის ჰაერში გაჟონვის შედეგად 56 ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. ისინი თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი.
მკურნალობის ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|