პარიზში, საფრანგეთის
ყოფილი პრეზიდენტის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ნიკოლა სარკოზის 2007 წლის
წინასაარჩევნო კამპანიის დროს დამატებითი ფინანსური სახსრების აღებაში
ადანაშაულებენ.
კერძოდ, სარკოზი
საფრანგეთის ყველზე მდიდარი მოქალაქის, იმპერია L'Oreal-ის
მემკვიდრის ლილიან ბეტანკურისგან დაფინანსების მიღებაშია ეჭვმიტანილი.
როგორც
BBC იუწყება, სარკოზის სახლის გარდა ჩხრეკა ჩატარდა ერთ-ერთ საადვოკატო ოფისშიც,
რომელიც ნაწილობრივ ეკუთვნის ექს-პრეზიდენტს.
სკანდალი
2010 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა მადამ ბეტანკურის ყოფილმა ბუღალტერმა კლერ ტიბუმ
განაცხადა, რომ 150 ათასი ევრო გადასცეს ორგანიზაციას „კავშირი სახალხო
მოძრაობისთვის“, რომელსაც სარკოზი ხელმძღვანელობდა.
ტიბუს თქმით, ფული განკუთვნილი იყო პარტიის ხაზინადარისთვის, რომელიც სარკოზის არჩევნებში
გამარჯვების შემდეგ ბიუჯეტის საკითხების მინისტრი გახდა, ცოტა ხანში კი შრომის
მინისტრი.
ბეტანკური
სარკოზის გაპრეზიდენტებისთვის ხარჯავდა ფულს და მრჩევლებთან გადიოდა კონსულტაციებს
- განაცხადა მისმა ყოფილმა თანაშემწემ. ამას კიდევ რამდენიმე მოწმე ადასტურებს,
რომლებიც აცხადებენ, რომ სარკოზი, არჩევნებამდე, ბეტანკურის რეზიდენციას, მინიმუმ,
ორჯერ მაინც სტუმრობდა.
თავად
ექს-პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და მათ ბინძურ ცილისწამებას უწოდებს. მისი
ადვოკატის თქმით, ამჟამად სარკოზი ოჯახთან ერთად კანადაში იმყოფება.
internet.ge