უკრაინის
რადაში საბოლოოდ მიღებულმა კანონმა, რომელიც რუსულ ენას რეგიონალური ენის სტატუსს
ანიჭებს, კიევში ვითარების დაძაბვა გამოიწვია. პარლამენტში დაწყებულმა პროტესტმა
და ჩხუბმა ქუჩაში გადაინაცვლა. ოპოზიციისა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს შორის კი
შეტაკებაც მოხდა.
ენის კანონის
მოწინააღმდეგეები „ბერკუტის“ მებრძოლებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც კიევის ცენტრში
უკრაინის სახლის ტერიტორიის მომიტინგეთაგან გასაწმენდად მიიყვანეს.
სამართალდამცავების თქმით, სპეცრაზმი ადგილზე იმიტომ მივიდა, რომ თითქოსდა ოპოზიცია კარვების გაშლას აპირებდა.
სხვადასხვა
გამოცემები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ. ერთ-ერთი ვერსიით სპეცრაზმელები
მომიტინგეებმა შეავიწროვეს და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აეროზოლები გამოიყენეს. მეორე
ვერსიით კი შეკრებილთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი სპეცრაზმმა გაუშვა.
შეხლა-შემოხლაში
დეპუტატებიც ჩერივნენ, რომლებიც მომიტინგეებისა და სპეცრაზმელების განცალკევებას
ცდილობდნენ.
ოპოზიცია
ამბობს, რომ არ დათმობს პოზიციებს და მიღებული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავაც
გააგრძელებს.
internet.ge