ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ლილოში ქლორის გაჟონვის შედეგად
ინტოქსიკაციით სულ 73 ადამიანი მოიწამლა.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს თბილისის მერიის პრესსამსახურში
განუცხადეს.
მერიის ინფორმაციით, ყველა დაშავებულს შესაბამისი მკურნალობა
უტარდება, ის ადამიანები კი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი
იყო სახლში გაწერეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ღამით, ლილოში ერთ-ერთი საწარმოდან ქლორმა
გაჟონა. აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება. დაშავებულები გუშინვე
პრეზიდენტმა მოინახულა.
internet.ge