საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შოთა უტიაშვილმა დატოვა.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა
ხელმძღვანელმა თავად დაუდასტურა.
უტიაშვილი გადადგომის მიზეზად ახალ სამსახურში გადასვლას ასახელებს,
თუმცა კითხვას თუ რომელ უწყებაში გადადის უპასუხოდ ტოვებს.
„საკუთარი სურვილით დავტოვე თანამდებობა, გადავდივარ ახალ სამსახურში
თუ სად მალე გაიგებთ“,- განაცხადა უტიაშვილმა.
internet.ge