სარემონტო-აღდგენითი
სამუშაოების დროს, რომელსაც სოხუმის ახალ რაიონში
ქალაქის კომუნალური სამსახური ატარებს, 90-იანი წლების ომისდროინდელი
სამარხი აღმოაჩინეს. სამარხი იმ კიბის სიახლოვესაა, რომლითაც ახალი რაიონი
გუმისთის მასივს უერთდება - იუწყება „აპსნიპრესი“.
უგზო-უკვლოდ
დაკარგულთა ადგილობრივმა კომიტეტმა გამოარკვია, რომ ამ ადგილზე დაკრძალულია ახალი რაიონის რამდენიმე
მცხოვრები, რომლებიც 1993 წლის ზაფხულში, ბუნებრივი
სიკვდილით გარდაიცვალნენ.
წინასწარი
მონაცემებით, დაკრძალულთა შორის არიან ბერძენი გიორგი ვახანელოვი, ქართველი თენგიზ
რუსია და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთა გვარები უცნობია.
ასევე, დადგენილია,
რომ ომის დამთავრებისთანავე, დაახლოებით, 1993 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, აქედან
რამდენიმე ცხედარი გადაასვენეს. კომისია ხაზგასმით აცხადებს, რომ აღმოჩენილ
სამარხში დაკრძალულები არიან მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები.
Internet.ge