აფხაზეთის
მთავრობის ინიციატივითა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის "FINsOL "–ის
მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთში
გაემგზავრნენ.
სოციალურად
დაუცველი მოზარდები ესპანეთში 31 აგვისტომდე დარჩებიან. ბავშვები ესპანურ ოჯახებში
იცხოვრებენ.
დევნილი
მოზარდების მგზავრობისა და იქ ცხოვრების ხარჯებს აფხაზეთის მთავრობა და "FINSOL
" უზრუნველყოფს. აფხაზეთის ა/რ მთავრობა და ფონდი ‘’FINSOL" 2008 წლიდან თანამშრომლობს.
ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიურად სოციალურად დაუცველი, დევნილი ბავშვები
საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ატარებენ.
ბავშვები აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის
თავმჯდომარემ, გიორგი ბობოხიძემ თბილისის აეროპორტიდან დღეს დილით გააცილა.
internet.ge