გერმანულმა
ავტოკონცერნმა Volkswagen-მა გადაწყვიტა Porsche-ს აქციათა დარჩენილი 50,1%-ც
შეიძინოს. ამისთვის იგი 4,5 მილიარდამდე ევროს გადაიხდის და Porsche-ს 100%-იანი
მფლობელი გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება მიმდინარე თვეში
გაფორმდება.
ორი კომპანია შერწყმის
შესახებ 2009 წელს შეთანხმდა. საქმის დასრულება 2011 წლის ბოლომდე იგეგმებოდა,
თუმცა გარკვეული იურიდიული პრობლემების გამო ვერ მოხერხდა.
ეს გარიგება Volkswagen-ს
ხარჯების შემცირებისა და მოგების გაზრდის საშუალებას მისცემს. კომპანიის
ხელმძღვანელობა ცდილობს მსოფლიოში უმსხვილეს ავტრომწარმოებლად ჩამოყალიბდეს.
internet.ge