აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა საქართველოში თავისი სამწლიანი მოღვაწეობა დაასრულა. როგორც ბასმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 236-ე წლისთავთან დაკავშირებულ მიღებაზე განაცხადა, ის საქართველოში, მეუღლესთან ერთად, ტურისტად დაბრუნდება.
აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ჯონ ბასის ხელმძღვანელობდა ბაღდადის პროვინციული რეკონსტრუქციის გუნდს 2008-2009
წლებში. 2005 - 2008 წლებში ბასს ეკავა სახელმწიფო დეპარტამენტის
ოპერაციების ცენტრის დირექტორის თანამდებობა. მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის
პერიოდში, ოპერაციების ცენტრის საშუალებით, აშშ-მ რეაგირება მოახდინა 25
კრიზისულ სიტუაციაზე, მათ შორის მაგ. ქარიშხალ კატრინაზე პასუხად
საერთაშორისო დახმარების კოორდინაცია და აშშ-ს მთავრობის მიერ 60 წლის
მანძილზე ამერიკის მოქალაქეების ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია.
2004 - 2005
წლებში ბასი იყო ვიცე პრეზიდენტ ჩეინის სპეციალური მრჩეველი ევროპისა და
ევრაზიის მიმართ პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებულ საკითხებში.
2002 -
2004 წლებში იგი მსახურობდა აშშ საელჩოში რომში, კურირებდა რა აშშ-ს
ურთიერთობას იტალიის მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ისეთ
საკითხებთან მიმართებაში, როგორც მაგ. ადამიანის უფლებები, იმიგრაცია,
ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და შრომის ბაზრის რეფორმა.
2000 - 2001 წლებში ბასი იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტროუბ
ტელბოტის, შტაბის უფროსი და კოორდინაციას უწევდა რუსეთის ფედერაციასა და
აშშ-ს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების საკითხის განხილვისას, აშშ-ს
პოლიტიკური კურსის განსაზღვრასა და ოპერატიულ დაგეგმვას. როგორც ტელბოტის
სპეციალური თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში (1998 - 2000), ბასი
აწარმოებდა მოლაპარაკებას იმ ამერიკული გუნდის მეშვეობით, რომელმაც
მოაგვარა კოსოვოს სამხედრო კონფლიქტი ნატოს პირობებით და განსაზღვრა
შემადგენლობა და მზადყოფნაში მოიყვანა სამშვიდობო ძალები კოსოვოში.
ბასმა ბევრი გააკეთა ამერიკული პოლიტიკური კურსისა და ინიციატივების
შემუშავების კუთხით, რათა დაერწმუნებინა რუსეთი მიეღო ამერიკული სარაკეტო
დაცვის სისტემები; აღეკვეთა იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიების გავრცელება
და შეემცირებინა ჩვეულებრივი იარაღის არსენალების მარაგი ევროპაში. მის
მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში შესრულებული სამუშაოები აგრეთვე მოიცავს
მისიებს თურქეთში, კვიპროსში, ბენილუქსის ქვეყნებში და მონაწილეობას
რუსეთ-ნატოს მოლაპარაკებებში. გარდა ამისა მისი მისიები მოიცავდა
ბრიუსელისა და ნჯამენის საელჩოებსაც. ვიდრე შეუერთდებოდა საგარეო სამსახურს
1998 წელს, ბასი მუშაობდა გაზეთის რედაქტორად და პოლიტიკური
კამპანიების კოლნსულტანტად.
internet.ge