ჭაბუკიანის
8 ნომერში
ცეცხლსასროლი
იარაღით დაჭრილი 46 წლის არჩილ დეკანოზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურმა ნატო
ხურციძემ განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტი რეანიმაციულ
განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.
დეკანოზიშვილს
ჭრილობა გულ მკერდისა და ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. მას
ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
საბურთალოზე შუახნის მამაკაცი
ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ დაჭრეს.
ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. თვითმხილველთა
თქმით, მამაკაცს შელაპარაკება რამდენიმე
პირთან მოუვიდა, რასაც სროლა მოჰყვა. ტყვია იქვე მდგომ მანქანასაც მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით სისხლიანი გარჩევა მამაკაცის საქმიანობას
უკავშირდება. ის ბინების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
intenet.ge