სინოდის გუშინდელ სხდომაზე ID ბარათების საკითხი განიხილეს.
სხდომის განჩინება, მედიას გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ გააცნო.
სინოდის განჩინებით: “სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვა საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები,”
internet.ge