კომპანია „ენერგო–პრო
ჯორჯიამ“ მცხეთის რაიონში მდებარე სოფელ ჩარდახის გამრიცხველიანება დაასრულა.
დასრულებული სამუშაოები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ
ნინო ენუქიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მინისტრის მოადგილე მოსახლეობასაც
შეხვდა და არსებულ პრობლემებზე გაესაუბრა.
სოფლების
ელექტროგამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებისა და გამრიცხველიანებისათვის კომანიამ
133 500 ლარი დახარჯა და 445 აბონენტი ინდივიდუალურად გაამრიცხველიანა.
ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის
მონტაჟს. ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც
ამორტიზებული სადენები ახალი, იზოლირებული სადენებით მთლიანად იცვლება, ძველი ხის
ბოძები ახალი რკინაბეტონის ბოძებით ნაცვლდება, რემონტდება სატრანსფორმატორო
პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა.
სამინისტროს
წარმომადგენელთა განცხადებით, ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები
პარალელურად პრაქტიკულად ყველა რეგიონში მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონებში
არსებული ყველა აბონენტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2013 წლის ბოლოს
დასრულდება.
internet.ge