საფეხბურთო
ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ და საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო
საბჭომ ქალებისთვის მოხსნეს აკრძალვა თავსაბურავებით მოედანზე გამოსვლის შესახებ.
ეს გადაწყვეტილება ფიფას ოფისში, ციურიხში მიიღეს.
ამ დღემდე უსაფრთხოების
მიზნით, თამაშისას რაიმე სახის თავსაბურავის ტარება იკრძალებოდა. ამის გამო
ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას ვერ იღებდნენ მუსულმანური ქვეყნების
წარმომადგენლები. ახალი რეგულირების შექმნის ინიციატორი ფეხბურთის აზიური
კონფედერაცია და იორდანიის პრინცი იყვნენ, რომელიც, ამასთანავე, ფიფას ერთ-ერთი
ვიცე-პრეზიდენტია.
მუსულმანურ ქვეყნებში
ფეხბურთის განვითარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა მსოფლიო საფეხბურთო
„მთავრობის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამით მათ ყველაზე სახალხო სპორტის
გეოგრაფიული საზღვრების გაფართოება სურთ. ფეხბურთის მიმდევართა არმიის
გასაფართოებლად კი ერთ-ერთი საუკეთესო გზა მასში ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის
ქვეყნების ქალების ჩართვაა, რომელთა უმეტესობაც მუსულმანია.
internet.ge