GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება
14:57 06.07.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის სამინისტროში საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსი სრულდება. ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში ხუთდღიანი ტრეინინგის დასრულების შემდეგ, პროექტში დასაქმების მსურველებმა ტესტირება გაიარეს.

ინტერაქტიული ტრეინინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი როლური თამაშები იყო, რომელიც ვიდეოგადაღების თანხლებით მიმდინარეობდა, ტესტირების შედეგების მიხედვით შერჩეულ პრეტენდენტებთან ერთად ტრენერებმა ვიდეოჩანაწერები განიხილეს და მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს იმ საკითხებზე, თუ კონკრეტულად რა კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა  როლური თამაშებისას, როგორ გაართვა თავი დასაქმების მსურველმა სტრესულ სიტუაციას, კომუნიკაციის მართვის რა მეთოდების გამოყენება იქნებოდა უფრო ეფექტური ამა თუ იმ სიტუაციაში.

შესარჩევი ეტაპის გადალახვის შემდეგ საზოგადოებრივ ცენტრებში დასაქმების მსურველები პრაქტიკას რუსთავის იუსტიციის სახლში გაივლიან. მათ საშუალება ექნებათ, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენონ ის თეორიული ცოდნა, რომელიც ტრეინინგების დროს შეიძინეს, გაეცნონ სერვისცენტრის საქმიანობის სპეციფიკას, მოქალაქეებისათვის სერვისების გაწევის თავისებურებებს და მიაწოდონ  მათ სწრაფი და ეფექტური მომსხურება.

საზოგადოებრივი ცენტრები პროექტის  „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" ფარგლებში იქმნება, რომელსაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი საპილოტეა, მის ფარგლებში  ცენტრების გახსნა ცხრა მუნიციპალიტეტის სოფლებში იგეგმება.

საზოგადოებრივი  ცენტრების მეშვეობით, სოფლის მოსახლეობა თავის სოფელში, ათობით კილომეტრზე გადაადგილების გარეშე მიიღებს მაღალხარისხიან მომსახურებას,  როგორც ცენტრალური ხელისუფლების ისე ადგილობრივი მთავრობის მომსახურებებზე. შეძლებს   მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებას, სოციალური დაცვის პროგრამებით სარგებლობას და სხვ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო კასპში დაკრძალეს1
ვანო მერაბიშვილი: დღეს, კონკრეტულად დათვლილი კომპენსაციები გამოცხადდება2
პარლამენტში რეგლამენტის ახალ პროექტზე იმსჯელებენ3
ვანო მერაბიშვილის მოწონების მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა4
სასამართლოს გადაწყვეტილებით „ქართული ოცნების“ წევრებს პატიმრობა შეეფარდათ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X