რურუა: პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კომისია ათ დღეში შეიკრიბება
უწმინდესისა
და უნეტარესის, ილია მეორეს
დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების
საორგანიზაციო კომისიის სხდომა ათ
დღეში ერთხელ შეიკრიბება.
ამის
შესახებ ჟურნალისტებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა,
ნიკოლოზ რურუამ
განუცხადა.
მისი შეფასებით,
წელს სამმაგი იუბილეა,
რადგან უწმინდესის აღსაყდრებიდან 35 წელი გავიდა, სასულიერო ცხოვრების დაწყებიდან 50 წელი, ხოლო პატრიარქს 80 წელი უსრულდება.
„ამიტომ, სახელმწიფომ და საპატრიარქომ,
ერთობლივი ძალებით სამმაგი იუბილის ჩატარება გადაწყვიტეს. ეს თარიღები იმსახურებს, რომ ყველაფერი ღირსეულად აღინიშნოს. მოხდება როგორც ისტორიული, ასევე მისი პირადი არქივიდან ქადაგებებისა და ეპისტოლეების გამოცემა და ამასთან, მისი ნაწარმოებები სხვადასხვა ფორმით შესრულდება“, – დასძინა მან.
დღეს, პარლამენტში სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა
და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს
დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების
საორგანიზაციო კომისიას სხდომა გაიმართა. შეხვედრას კი, საპატრიარქოს
წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თბილისის მერი გიგი
უგულავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, დევნილთა ყოფილი
მინისტრი
კობა სუბელიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
დავით ჯალაღანია და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე დაესწრნენ.
კომისიის
ხელმძღვანელი დავით ბაქრაძეა.
internet.ge