უკრაინაში, სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია
15 მგზავრი.
შემთხვევა დილის 6:00 სთ-ზე მოხდა. ავტობუსში რუსი მრევლი იმყოფებოდა, რომელიც პოჩოევის
ლავრის მოსალოცად მიდიოდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მარცხენა
მონაკვეთზე გადავიდა და გადაყირავდა.
პოლიციის ცნობით, ტრანსპორტში სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა.
ყველა დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.
internet.ge