GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხიდაშელი: სახელმწიფო აუდიტი მიჩვეულია ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიების დაყადაღებას
11:38 07.07.2012
დღის სიახლეები

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, სახეწლმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შპს "ბურჯის" ქონებასა და საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელების მორიგ ბოდვას უწოდებს.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ხიდაშელმა განუცხადა, სახელმწიფო აუდიტი მიჩვეულია ყოველგვარი არგუმენტების გარეშე დააყადაღოს ივანიშვილის კუთვნილი ან მის სახელთან დაკავშირებული კომპანიები.

„სამწუხაროდ ამ სამსახურს შეუძლია ნებისმიერი ბოდვის დაწერა და მე არ ვარ ვალდებული ამ ბოდვების შესახებ ინფორმაცია მქონდეს და მას სერიოზულად ვუპასუხო“,- განაცხადა ხიდაშელმა.

კოალიციის წევრი სააგენტოს კითხვაზე, რომელიც „ბურჯის“ მიერ დოკუმენტაციის გაყალბებას ეხებოდა მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„მე არ ვარ „ბურჯის“ ადვოკატი, არასერიოზულია როცა კერძო კომპანიის დაყადაღების შესახებ პოლიტიკური კოალიციის წევრს ურეკავთ“,- დასძინა თინა ხიდაშელმა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შპს ‘’ბურჯმა", 2012 წლის განმავლობაში მილიონობით ლარის ღირებულების, 250-მდე ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომლითაც მომსახურებას უწევს კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს. ამ ფაქტს ერთხელ უკვე მოყვა სამართლებრივი რეგირება, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, შპს „ბურჯმა“ 2012 წლის 1-ელი იანვარიდან 28 ივნისამდე პერიოდში კვლავ შეიძინა 54 ერთეული (8.644.630 ლარის ღირებულების) ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 30 ცალი ავტობუსი, 7 სატვირთო ფურგონი, რომლებიც უფასოდ ემსახურებიან კოალიცია „ქართულ ოცნება“-ში შემავალ პარტიებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ილია მეორე მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით პანაშვიდს გადაიხდის1
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა2
დიმიტრი შაშკინი ბრალდებებს პასუხობს3
ინა გუდავაძე: შევეცდებით ობიექტურები ვიყოთ4
ადვოკატის სახლიდან ალპინისტმა-ქურდებმა 240 მილიონი მოიპარეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X