კრასნოდარის მხარეში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულ
ადამიანთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსეთის შსს-ს პრესსამსახური იტყობინება.
მათივე ცნობით, კონტაქტზე არ გამოდის ორი პოლიციელი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ადამიანების
ევაკუირებას ახდენდნენ.
როგორც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, სტიქიის შედეგად დაზარალებული
ტერიტორიიდან ევაკუირებულია 1000-ზე მეტი მაცხოვრებელი. მათთვის დროებითი საცხოვრებელი
მზადდება, სადაც მოსახლეობა საკვებითა და მედიკამენტებითაც იქნება უზრუნველყოფილი.
შემთხვევის ადგილზე 500-ზე მეტი მაშველი და 104 ერთეული
ტექნიკაა მობილიზებული. ამ დროისთვის, სტიქიის მიმდებარე რაიონებში სულ 320-მდე სახლია
დატბორილი, დაზიანებულია ენერგომომარაგების სისტემა, შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა
და შეზღუდულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
internet.ge