საქართველოს შსს აკადემიაში, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მეხანძრე-მაშველთა სპეციალური პროფესიული
მომზადების კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართა.
კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები შსს აკადემიის რექტორმა დავით აფრასიძემ და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი მანდარიამ გადასცეს.
შსს-ს აკადემიის ინფორმაციით, აღნიშნული კურსის მიზანია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა.
კურსი 2012 წლის 7 მაისს დაიწყო და 6 ივლისს დასრულდა. კურსზე ჩარიცხულმა
25 მსმენელმა სწავლა წარმატებით დაასრულა, მათ შორის სამმა - წარჩინებით.
სწავლების ხანგრძლივობა 9 კვირაა.
internet.ge