შპს "ბურჯი" 8 644 640 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
საქმე ეხება
სახელმწიფო აუდიტის მიერ შეტანილ ოქმს, რომლის მიხედვითაც, შპს ‘’ბურჯმა", 2012 წლის განმავლობაში, მილიონობით ლარის ღირებულების, 250-მდე ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომლითაც მომსახურებას უწევს კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს. აუდიტის სამსახურის განცხადებით, ამ ფაქტს ერთხელ უკვე მოყვა სამართლებრივი რეგირება, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, შპს „ბურჯმა“ 2012 წლის 1-ელი იანვრიდან 28 ივნისამდე პერიოდში კვლავ შეიძინა 54 ერთეული (8.644.630 ლარის ღირებულების) ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 30 ცალი ავტობუსი, 7 სატვირთო ფურგონი, რომლებიც უფასოდ ემსახურებიან კოალიცია „ქართულ ოცნება“-ში შემავალ პარტიებს.
„საგულისხმოა ის ფაქტი, რომ როგორც უკვე ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს „ბურჯი“, დაფუძნებულია ოფშორულ ზონაში, მას საქართველოში წარმოადგენს და უშუალოდ ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის დის შვილი კახა კობიაშვილი. ეს კომპანია მილიონობით
დოლარის დაფინანსებას იღებს როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისაგან ასევე კახა კობიაშვილისაგან.
საბანკო გადარიცხვებში პირდაპირ ფიგურირებს
ბიძინა ივანიშვილი,
რომელმაც კუთვნილი ოფშორული კომპანია CHISTA ENTERPRISES LIMITED” -ის მეშვეობით ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად სოლიდური თანხები შპს „ბურჯს“ მიმდინარე წლის 5 ივნისსაც ჩაურიცხა. შპს „ბურჯმა“ კი თავის მხრივ, თვალთამქცური სქემის საფუძველზე
მიღებული დაფინანსება ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური კოალიციის საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენა" - ნათქვამია
მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge