საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაზა გოროზია,
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ხორბლის მოსავალის აღებას დაესწრო.
34 ჰექტარ მიწის ფართობზე დაითესა „ფლამურას“ ჯიშის
ხორბალი, რომელიც ქართული და რუსული ჯიშის ხორბლის მოსავლიანობას ბევრად აღემატება.
ის ერთ ჰექტარზე 3 ათას ტონამდე მოსავალს იძლევა.
მოსავლის აღება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ,
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების პროგრამის ფარგლებში შემოყვანილი უახლესი ტექნიკის
გამოყენებით მიმდინარეობს. აღნიშნული ტექნიკის მეშვეობით, ფერმერებს საშუალება აქვთ
უმოკლეს დროში, მინიმალური დანაკარგით აიღონ მოსავალი.
internet.ge