სიახლეები, რომელიც საგზაო
მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს ზუსტი რეგლამენტაციის მიზნით ხორციელდება, კვადროციკლებისა და მოტორიზებული
ტრიციკლების
მართვის
მოწმობებსაც ეხება.
როგორც
‘’ინტერნეტ.ჯი"–ს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა განუცხადა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს ზუსტი რეგლამენტაცია და მისი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან.
აღნიშნული ცვლილებებით, კვადროციკლებისა და მოტორიზებული
ტრიციკლების
ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე - B 1 კატეგორია
16 წლის
ასაკიდან
გაიცემა,
ასევე
B 1 კატეგორიის
მოწმობა
გაიცემა
ავტომობილების
მართვაზე
17 წლის
ასაკიდან,
თუმცა
დროებითი
მოწმობის
სახით,
ხოლო
18 წლის
ასაკიდან
მუდმივი
სახით.
internet.ge