გვიან ღამით კაჭრეთში მომხდარ ავარიას ქალბატონის
სიცოცხლე შეეწირა.
თბილისიდან კახეთის მიმართულებით მოძრავი “ოპელის”
მარკის კერძო ტაქსი ტრაქტორს შეეჯახა.
მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ “ოპელი” რამდენჯერმე
ამოტრიალდა. 50 წლის
მანანა მირიანაშვილი, ადგილზე გარდაიცვალა.
ტაქსის მძღოლი და ერთი მგზავრი, სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის
საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
internet.ge