კრასნოდარის მხარეში
მომხდარი სტიქიური უბედურებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, დღევანდელი დღე რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა -
იუწყება კრემლის პრესსამსახური.
სტიქიას ოფიციალური
მონაცემებით 144 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით მსხვერპლი
გაცილებით დიდია.
ვლადიმერ პუტინმა,
რომელიც კრიმსკში 7 ივლისს ჩავიდა, მხარის ხელმძღვანელობასთან გამართულ თათბირზე
განაცხადა, რომ უბედურების თავიდან ასაცილებლად მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და
მიღებულ ზომებს საგამოძიებო კომიტეტი განიხილავს. როგორც რუსული მედია წერს,
დაღუპულთა ნათესავები ეჭვობენ, რომ მოახლოებული უბედურების შესახებ გარკვეული
ინფორმაცია ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა.
ხელისუფლებამ უარყო
მოსახლეობაში გავრცელებული ვერსია იმის შესახებ, რომ წყალსაცავზე დამბა გაირღვა ან
შეგნებულად გახსნეს. კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელმა მიხეილ ტკაჩოვმა განმარტა,
რომ ეს „ბოდვაა“ და წყალდიდობის მიზეზი არანორმალურად დიდი რაოდენობის ნალექი
გახდა.
ტკაჩოვმა ასევე
განაცხადა, რომ მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, „უბედურება თავს რომ არ
დასტყდომოდა იმ სახლებს, სადაც მოხუცები და ინვალიდები ცხოვრობდნენ. მათ ვერ
შეძლეს უცბათ დაეტოვებინათ დატბორვის ზონა და ამან გამოიწვია მსხვერპლის
რაოდენობის ზრდა“ - განაცხადა ტკაჩოვმა.
შეგახსენებთ, საქართველოს
შს სამინისტრომ განაცხადა, რომ სამაშველო
სამსახურები მზად არიან მომხდარ წყლალდიდობასთან დაკავშირებით, გაფრინდნენ ან გაემგზავრნონ ზღვით, რათა ადგილზე გაუწიონ დახმარება წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობას.
საქართველოს ხელისუფლება ასევე მზადყოფნას გამოთქვამს ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.
internet.ge