ინდოეთის ხელისუფლებამ 60 მილიონი რუპია (დაახლოებით, 1,1 მილიონი დოლარი)
გადაიხადა რამდენიმე ათას წერილში, დოკუმენტსა და ფოტოში, რომლებიც ქვეყნის
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, მაჰათმა განდის უკავშირდება.
არქივი „სოთბის“ აუქციონზე იყო გატანილი და მისი
გაყიდვა 10 ივლისს იგეგმებოდა. თუმცა ინდოეთმა გადაწყვიტა არ დალოდებოდა
ღონისძიებას და დაუყოვნებლივ შეეძინა ეს მასალა. შეძენილი დოკუმენტები და ფოტოები
ქვეყნის ნაციონალურ არქივში განთავსდება.
დოკუმენტები ებრაელი არქიტექტორის, ჰერმან
კალენბახის ოჯახში ინახებოდა, რომელმაც განდი 1904 წელს სამხრეთ აფრიკაში გაიცნო.
არქიტექტორი შთაგონებული იყო განდის იდეებით და მისი დახმარება დაიწყო. 1915 წელს
ინდოელი განმანათლებელი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა მაინც განაგრძობდა მიმოწერას
გერმანელ მეგობართან.
ინდოეთის ხელისუფალთა განცხადებით, კალენბახის
არქივი მათ განდის აფრიკაში ყოფნის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებაში
დაეხმარებათ.
Internet.ge