63 წლის ლუბოვ ეკაჟევას თქმით, ოჯახი, რომელსაც ის მონობაში ჰყავდა, უფასოდ
ამუშავებდა და სასტიკად სცემდა.
სოფელ
სპასკოეში მეზობელი სოფლიდან თავად ჩავიდა. მას სამსახურს კერძო საწარმოში
მეგობარი გალინა ხოდაკოვა დაპირდა. თუმცა ასაკოვანი ქალბატონი მალე მონად იქცა.
აღმოჩნდა, რომ გალინას მთელი სოფელი დაშინებული ჰყავს. სამუშაოზე აჰყავს მარტოხელები,
ართმევს მათ დოკუმენტებს და მათ პენსიასაც თავად იღებს.
მას შემდეგ,
რაც ლუბოვ ეკაჟევას შვილმა დედის მდგომარეობა შეიტყო, პოლიციას მიმართა, მაგრამ
უბნის ინსპექტორმა მოხუცი ქალის მონობიდან გამოხსნაზე რატომღაც უარი თქვა. მაშინ
ნათესავებმა ეს თავად გააკეთეს.
- მეზობლებმა
დამირეკეს და მითხრეს, რომ ხოდაკოვა სასტიკად სცემდა დედას - განუცხადა ‘’ლაიფ-ნიუსს"
ტატიანამ. - მე დავურეკე ძმას. ჩვენი ჩასვლისთვის გალინამ დედა ისე დაათრო, რომ
ვიფიქრე, ვერ გადარჩებოდა. დედა ტირილით მეხვეწებოდა, რომ წამეყვანა.
მეზობლები კი მოუყვნენ ტატიანას, რა პირობებში ცხოვრობდა დედამისი: მუდმივად
ურტყამდნენ, სარდაფში ეძინა, ზოგჯერ ქუჩაშიც.
თავად
ხოდაკოვა ამტკიცებს, რომ ძალით არავის ამუშავებს და პირიქით, ცდილობს, რომ
ადამიანები შიმშილით სიკვდილს გადაარჩინოს. მეზობლებზე კი ამბობს, რომ მისი შურთ
და ამიტომაც ცილს სწამებენ.
სამართალდამცავმა
ორგანოებმა დაადასტურეს, რომ ლუბოვ ეკაჟევა ნაცემია. დაადგინეს ისიც, რომ მისმა
ქალიშვილმა უბნის ინსპექტორს მართლაც მიმართა. საქმის მასალები საგამოძიებო
განყოფილებას უკვე გადაეცა.
internet.ge