ქალაქში სუფთა წყალი პრაქტიკულად არ არსებობს. მათ შორის, არც სასმელი. ქუჩები მკვდარი ცხოველებითაა მოფენილი. ნაგავთან ერთად ამ ყველაფერმა შეიძლება მალე გრუნტის წყლებამდე ჩააღწიოს.
უკვე დაფიქსირდა მოსახლეობის მოწამვლის ფატქები, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ A ჰეპატიტის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
მოსახლეობა საგანგებო სიტუაციების სამსახურს მკვდარი ცხოველებისგან ქუჩების გაწმენდას სთხოვს. ჯერჯერობით ამ საქმით კომუნალური სამსახურები არიან დაკავებულები, რომლებიც საქმეს ვერ აუდიან. ამასთან, როგორც „ლაიფ-ნიუსი“ წერს, ცხოველები უბრალოდ ნაგავსაყრელზე მიაქვთ და სხვა ნაგავთან ერთად ყრიან, ყოველგვარი სპეციალური წესით უტილიზაციის გარეშე.
ეპიდემიის საშიშროებას ხელისუფლებაც აღიარებს. ყუბანის შსს-ს მთავარი განყოფილების ინფორმაციით, კრიმსკში მედპუნქტი გაიხსნება, სადაც ვაქცინაცია მოხდება, თუმცა როგორც ირკვევა, ამ პუნქტში ვაქცინაცია მხოლოდ პოლიციელებსა და მათი ოჯახის წევრებს ჩაუტარდებათ.