გაერო-ში აფრიკის
ქვეყნების ელჩები დღეს წეროვანის დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ. მათთან
ერთად იმყოფებოდა გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა ლომაიაც.
გაერო-ში ტაილანდის,
ნიგერიისა და ბურუნდის მუდმივმა ელჩებმა, ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენელმა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის სამდივნოს დირექტორმა წეროვანის
საჯარო სკოლა მოინახულეს და პირადად გაესაუბრნენ დევნილ ბავშვებს.
ელჩები დევნილ ოჯახებსაც
ესტუმრნენ და მათ ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე გაამახვილეს ყურადღება.
დიპლომატებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას და
ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებით კმაყოფილებაც გამოთქვეს.
internet.ge