აშშ-ში, ჩრდილოეთ
კაროლინაში, ექიმებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მცირე ახალშობილს, რომელიც
6-თვიანი დაიბადა, სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ჩვილი დაბადებისას 270 გრამს იწონიდა.
ახალშობილის
დედის განცხადებით, ორსულობის მეორე თვეში ექიმებმა იგი გააფრთხილეს, რომ ნაყოფს
სერიოზული დარღვევები ჰქონდა. მედიკოსებმა მას აბორტი შესთავაზეს, თუმცა დედამ
კატეგორიული უარი განაცხადა ბავშვის მოშორებაზე.
ორსულობის
24-ე კვირაში ფეხმძიმეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ექიმები გაოცებულნი იყვნენ, რომ
ბავშვს სიცოცხლის ნიშნები ჰქონდა. დაბადებიდან რამდენიმე საათში ახალშობილ გოგონას
ფილტვების ოპერაცია გაუკეთეს. ექიმების განცხადებით, მისი გადარჩენა უნიკალური
შემთხვევაა.
„იმის
ალბათობა, რომ ამ ხნის და წონის ბავშვი გადარჩეს, 2 %-ს შეადგენს. მელინდა სწორედ
ამ მაჩვენებელში შედის,“ - აღნიშნა ახალშობილის მკურნალმა ექიმმა.
internet.ge