GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პედაგოგებთან შეხვედრების ორგანიზების დაფინანსებაში დარღვევები არ გამოვლინდა
17:51 11.07.2012
დღის სიახლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პარტიის წევრებისა და პედაგოგების დახურული შეხვედრების ორგანიზების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა.

აუდიტის სამსახურის ცნობით, ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის გადამოწმება და შედარება მოხდა კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან და თავად პარტიის მიერ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილ ფინანსურ დეკლარაციასთან, რომელიც მოიცავდა პარტიის მიერ მიღებული და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას 2012 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე.

„მიღებული დეტალური ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და პედაგოგების შეხვედრების ორგანიზების დაფინანსება განხორციელდა თავად პარტიის ბიუჯეტიდან. მათ მიერ შეხვედრებისა და კონფერენციების ჩასატარებლად დაქირავებული დარბაზებისათვის გადახდილი თანხები ასახულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ დეკლარაციაში, რომელიც მოიცავს პარტიის მიერ მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას.

სულ ხელშეკრულებები გაფორმებულია 5500 ლარის ღირებულების მომსახურებაზე. გაწეული ხარჯი უკვე ასახულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილ მარტი-აპრილი-მაისის საანგარიშგებო პერიოდის ამსახველ დეკლარაციაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მონიტორინგს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების კანონშესაბამისობის შესახებ“,- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვასილ ჭყოიძეს დღეს დაკრძალავენ1
ირაკლი სესიაშვილი: სარეზერვო სისტემის ძირეული რეფორმირება მოხდება2
გიგი უგულავა ახლადარჩეულ მაჟორიტარებს შეხვდება3
ცესკო ყველა დარღვევაზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს4
სამცხე-ჯავახეთში "ნაციონალური მოძრაობა" დიდი უპირატესობით ლიდერობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X