ესპანეთში მაღაროელთა
პროტესტმა ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო. მადრიდამდე ფეხით ჩასულ მაღაროელებს
აღშფოთებული სახელმწიფო მოხელეებიც შეუერთდნენ. ისინი არ ეთანხმებიან მთავრობის
გადაწყვეტილებას საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შესახებ.
მრეწველობის
სამინისტროს შენობასთან შეკრებილ მაღაროებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებაც
მოხდა. არეულობისას 76 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 33 სამართალდამცავია.
მაღაროელთა მასობრივი პროტესტი
მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც ნახშირის მოპოვებაზე სახელმწიფო
სუბსიდიების 63%-ით შემცირებას გულისხმობს.
ამის გამო 300 ათასამდე მოქალაქე შესაძლოა უმუშევარი დარჩეს. მთავრობის
ინიციატივით, მნიშვნელოვნად მცირდება სოციალური პროგრამებიც.
internet.ge